აშშ-ში თავს დაესხნენ მინესოტას საკანონმდებლო ორგანოს ორი დეპუტატის სახლებს. დაღუპულები არიან მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე,-ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ტიმ უოლცი ავრცელებს.
მეორე პოლიტიკოსი, შტატის სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე დაჭრილები არიან და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
თავდასხმა მოხდა ჩამპლინსა და ბრუკლინ-პარკში, მინეაპოლისთან ახლოს. ორივე პოლიტიკოსი ადგილობრივი დემოკრატიული პარტიის წევრია.
უოლცი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და კამალა ჰარისი გუნდის წევრი იყო, აცხადებს, რომ თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებულია.
Facebook Comments Box