უცხოური მედია

მინესოტაში ორ დემოკრატ სენატორს ესროლეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა

აშშ-ში თავს დაესხნენ მინესოტას საკანონმდებლო ორგანოს ორი დეპუტატის სახლებს. დაღუპულები არიან მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე,-ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ტიმ უოლცი ავრცელებს. 

მეორე პოლიტიკოსი, შტატის სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე დაჭრილები არიან და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.

თავდასხმა მოხდა ჩამპლინსა და ბრუკლინ-პარკში, მინეაპოლისთან ახლოს. ორივე პოლიტიკოსი ადგილობრივი დემოკრატიული პარტიის წევრია.

უოლცი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და კამალა ჰარისი გუნდის წევრი იყო, აცხადებს, რომ თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებულია.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა