რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას ირანის ბირთვული ობიექტების გარშემო ვითარება აწუხებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის, რაც ირანის ბირთვული ობიექტების გარშემო ხდება, გვაწუხებს ის, სადამდე შეიძლება, ამან მიგვიყვანოს. ეს მოითხოვს არამხოლოდ ყურადღებას მიმდინარე მოვლენებზე, არამედ გამოსავლის ძიებასაც, გადაწყვეტილების, რომელიც სასურველია, იყოს მშვიდობიანი საშუალებებით“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთსაც და ირანსაც საფრთხეს ერთი და იგივე ძალები უქმნიან.
ამასთან პუტინი აღნიშნავს, რომ ირანს აქვს უფლება, ატომის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებისთვის.
„ჩვენ ირანის გარშემო ვითარების სირთულის მიუხედავად, ავაშენეთ ატომური რეაქტორი ირანში, ბუშერში. გავაფორმეთ კონტრაქტი კიდევ ორ ბირთვულ რეაქტორზე და რთული ვითარების მიუხედავად, გარკვეული საფრთხეების მიუხედავად, ვაგრძელებთ ამ მუშაობას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.