ესპანეთმა ნატოს თავდაცვით ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდის გეგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, შესაბამისი წერილით ალიანსის გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მიმართა და ალტერნატივად მეტად მოქნილი ფორმულის შეთანხმება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ხარჯების გაზრდა ნებაყოფლობითი იქნება.
ექსპერტები შიშობენ, რომ ოფიციალური მადრიდის ეს პოზიცია, შესაძლოა, ნატოს სამიტის ჩაშლის მიზეზი გახდეს, მით უფრო, რომ ალიანსის შეკრების საკვანძო საკითხი სწორედ თავდაცვითი ხარჯების გაზრდაა.
Facebook Comments Box