Uncategorized

ირაკლი ზარქუა: საქართველო აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, რაც ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია

„ომი მიმდინარეობს და ცეცხლის ალშია გახვეული ჩვენი სამეზობლო, საქართველოს პარლამენტში კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო ინტენსიური და განვავითაროთ ჩვენი სოფლები და ქალაქები“, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას და ეს ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია. მისივე თქმით, მოსახლეობა აფასებს სტაბილურობასა და პროგრესს, რაც ადგილობრივ არჩევნებზე მათ არჩევანშიც აისახება.

„დიახ, ჩვენ ომს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ მშვიდობა, რადიკალიზმს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა, დაქსაქსულობას და გაურკვეველ პროპაგანდას ვუთხარით უარი. ჩვენ ქართულ საქმეს ვემსახურებით, ამიტომ ვართ უკონკურენტო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს მოსახლეობა ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ადგილობრივ არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა