მტრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი – გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს უწყებაში სოფელ ჩორჩანას მაცხოვრებელ, პაატა მულაძეს გამოჰკითხავენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჩორჩანაში საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჩაიდგა, რამაც სახელმწიფო რისკის ქვეშ დააყენა და რასაც 1 მილიონი კვადრატული მიწის ოკუპაცია მოჰყვა.
„გადაწყვეტილება, რომელიც ერთპიროვნულად იყო მიღებული, თავის თავში შეიცავდა არა მარტო იმ რისკს და იმ დე ფაქტო მოცემულობას, რომ ტერიტორია დღეს საოკუპაციო ზოლში არის მოხვედრილი და იქ ხუთი ბლოკპოსტი და მოძრავი პატრული აქვთ განლაგებული, არამედ ეს იყო სიტუაციის უკიდურესად გამწვავების შესაძლო წინაპირობა“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.