პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება არ სურს, რადგან ამან შესაძლოა, „ქაოსი“ გამოიწვიოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება არ სურს, რადგან ამან შესაძლოა, „ქაოსი“ გამოიწვიოს

„არ იქნება რეჟიმის ცვლილება. რომ მომხდარიყო კი, მაგრამ მე ეს არ მსურს. მე მინდა, რაც შეიძლება სწრაფად დაწყნარდეს ყველაფერი“,-განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე ნიდერლანდებში, ნატო-ს სამიტზე გაფრენის წინ.

„რეჟიმის ცვლილება ქაოსს იწვევს ჩვენ კი, ეს არ გვსურს. ასე რომ, შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ძალებმა თეირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, ტრამპმა ისრაელს და ირანს მოუწოდა დადონ ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.„ირანი ვერასდროს აღადგენს თავის ბირთვულ ობიექტებს“,-დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა