სამართალი

მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში იყვნენ სამადაშვილი, ვაშაძე, ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად – იდეა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, მაშინ ევროპულმა მხარემ გვერდით გადადო და არ იყო გამოყენებული,  ალბათ, სადღაც საღი აზრიც არსებობდა, რომ ქართველი ხალხისთვის ეს სასჯელი არ უნდა ამოქმედებულიყო

დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ის ე.წ. ორგანიზაციებიც და ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს უკვე ქუჩიდან უარს ამბობენ მანდატებზე და ქართველი ხალხის არჩევანზე და ქუჩის პოლიტიკაში არიან ჩართულები, აქტიურად ლობირებენ ამ თემას ბრიუსელში,  – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, ბრიუსელში იმყოფებოდნენ სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე და სხვა ოპოზიციონერები, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებელ ღონისძიებებზე, თუმცა, ჩამონათვალი, რომელიც გაკეთდა, არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად იყო მიმართული.

„გახსოვთ, ეს შარშან შემუშავდა სხვადასხვა ვიზიტების დროს, მახსოვს, რომ ბრიუსელში იყო სამადაშვილიც, ვაშაძეც, თუ არ ვცდები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც. ისინი აქტიურად მუშაობდნენ იმ ღონისძიებებზე, რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, ყველანაირად მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. მაშინ ერთ-ერთი იდეა ჰქონდათ, უვიზო მიმოსვლის გააქტიურების შესახებ, მაშინ, ეს ევროპულმა მხარემ ეს იდეა გვერდით გადადო და არ იყო გამოყენებული. ალბათ, სადღაც საღი აზრიც არსებობდა, რომ ქართველი ხალხისთვის ეს სასჯელი არ უნდა ამოქმედებულიყო.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა