Uncategorized

ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე პიჯაკში მივიდა

ჰააგაში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად მისულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება შეცვლილი ჩაცმულობით მიიპყრო.

ტრამპთან აუდიენციისას მას შავი ფერის კოსტიუმი ეცვა. მანამდე ზელენსკი ოფიციალურ შეხვედრებზე სამხედრო სტილის სამოსით მიდიოდა და აცხადებდა, რომ სამხედრო ფორმას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაიხდიდა, რაც ტრამპის, მისი ადმინისტრაციის წევრებისა და ჟურნალისტების მხრიდან ირონიის მიზეზიც გახდა.

როგორც ჩანს, ამჯერად ზელენსკიმ დრესკოდთან დაკავშირებით, ტრამპის დამოკიდებულება გაითვალისწინა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა