პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე ელენე ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს და შიმშილობას იწყებს – „ან სიკვდილი, ან გამარჯვება“

ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობას იწყებს.

როგორც ფოფხაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, უერთდება ელენე ხოშტარიას მიერ გამოცხადებულ შიმშილობას და მიიჩნევს, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება.

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას. დღეიდან მეც ვიწყებ შიმშილობას. შეუძლებელია ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, რადგან ფაქტობრივად შექმნილია ადამიანებს დევნის უკანონო რეპრესიული სისტემა. არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის კერძო ინტერესს ემსახურება. ამ ყველაფერს ჩვენ თუ არ დავუპირისპირდით ჩვენი თავგანწირვით, პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის, ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოდ ზის და იმ საზოგადოებასაც, ვისაც კიდევ აქვს იმედი საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ევროპული მომავლის. მგონია, რომ დღეს ეს არის სწორი ფორმა ბრძოლის, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ საზოგადოებას, რომ გვჯერა ჩვენი პოზიციის, თავი გავწიროთ ამ პოზიცისთვის, ძალიან მყარი პოზიციაა – ან სიკვდილი, ან გამარჯვება. მე დღეიდან ვარ ელენესთან ერთად. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა გუშინ დაიწყო და განაცხადა, რომ მზად არის, „თავი შეწიროს რეჟიმს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა