„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სააკაშვილის მომხრე ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ მისი დაჭერით მუხტი აწეულიყო, რის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერები ერთად დადგებოდნენ, სააკაშვილს ციხიდან გააქცევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ.
მეგი გოცირიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებდა, შემდეგ კი, ისევ უკრაინაში გაემგზავრებოდა რეფორმების გასაგრძელებლად.
„იცით, როდის ვიქნებოდით მაგრები, თუ ვაღიარებდით იმას, რომ რევოლუციის გარეშე რუსებს ძვრას ვერ ვუზამდით, მიშას გარდა, რევოლუციონერების ლიდერი უბრალოდ არ იძებნებოდა ქართულ პოლიტისტაბლიშმენტში, სწორედ ამიტომ ჩამოვიდა, რომ მისი დაჭერის პარალელურად მუხტი აწეულიყო, გაეერთიანებინა პატრიოტების ლიდერები ერთი მხრივ და მათ კიდევ საკუთარი მხარდამჭერები, ნებისმიერი ფორმით მათ შორის ხმაურიანად ან უხმაუროდ, საერთაშირისო მხარდაჭერით, რაც პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა …გამოვაპარებდით ან გამოვიხსნიდით აწეული მუხტის პარალელურად, ყველა ოპოლიდერი დადგებოდა ერთად, მიშა აიღებდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, დავამხობდით ღორისშვილ რუსებს და წავიდოდა კვლავ უკრაინაში რეფორმების მისახედად, რაც ზუსტად იცოდა აქ ყველა ოპოლიდერმა , ყველასთან ჰქონდა შემოთვლილი და ამაზე არავინ წავიდა, რატომ?! პასუხი ყველამ ვიცით , ოღონდ არაფერია გვიან, დრო გვაქვს არც ბევრი , არც ცოტა, მაგრამ გვაქვს…“,-წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.