პოლიტიკა

გახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესებში სრულად იქნება ჩართული. „დიახ, ვადასტურებ [არჩევნებში მონაწილეობას]. სრულად ვიქნები ჩართული, თქვენ არ იღელვოთ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც კომისიის სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა