პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას: დღეს რომ ზოგიერთი „ევროპელობას“ იჩემებს და გარედან გვამუნათებს – მათი პოლიტიკური წინამორბედები იმ დროს შევიდნენ მთავრობაში, როცა ჩვენ გამოვედით. მას შემდეგ სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ესენგეში“ შესვლის შემდგომ ჩამოყალიბდა, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობად“ ტრანსფორმირდა და დღეს უკვე „ევროპულ ძალად“ მოგვევლინა

სანამ რამეს იტყვით, ბარიკადის ვინ რომელ მხარეს იყო, 1991-1992 წლებში, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო „ესენგეში“ შევიდა, მე, ბატონი თენგიზი და კიდევ არაერთი ადამიანი, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მთავრობა. იშვიათად ხდებოდა, რომ ვინმე რომელიმე პოზიციიდან წამოსულიყო პოლიტიკური პროტესტის ნიშნით რუსეთთან კავშირის დამყარების გამო. ჩვენ კი მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება – დავტოვეთ ხელისუფლება სწორედ “ესენგეში” შესვლის გამო – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და სხდომაზე ერთვება.

ასევე ქადაგიშვილმა აღნიშნა რომ, დღეს რომ ზოგიერთი „ევროპელობას“ იჩემებს და გარედან გვამუნათებს – მათი პოლიტიკური წინამორბედები იმ დროს შევიდნენ მთავრობაში, როცა ჩვენ გამოვედით. და მას შემდეგ სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ესენგეში“ შესვლის შემდგომ ჩამოყალიბდა, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობად“ ტრანსფორმირდა და დღეს უკვე „ევროპულ ძალად“ მოგვევლინა.

„სანამ რამეს იტყვით, ბარიკადის ვინ რომელ მხარეს იყო, 1991-1992 წლებში, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო „ესენგეში“ შევიდა, მე, ბატონმა თენგიზმა და კიდევ არა ერთმა ადამიანმა, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მთავრობა. იშვიათად ხდებოდა, რომ ვინმე რომელიმე პოზიციიდან წამოსულიყო პოლიტიკური პროტესტის ნიშნით რუსეთთან კავშირის დამყარების გამო. ჩვენ კი მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება – დავტოვეთ ხელისუფლება სწორედ “ესენგეში” შესვლის გამო. დღეს რომ ზოგიერთი „ევროპელობას“ იჩემებს და გარედან გვამუნათებს – მათი პოლიტიკური წინამორბედები იმ დროს შევიდნენ მთავრობაში, როცა ჩვენ გამოვედით და მას შემდეგ სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ესენგეში“ შესვლის შემდგომ ჩამოყალიბდა, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობად“ ტრანსფორმირდა და დღეს უკვე „ევროპულ ძალად“ მოგვევლინა. ამიტომ, როცა ადამიანებზე საუბრობთ – ან კარგად გაიცანით ისინი, ან ნუ ილაპარაკებთ, ან თუ კრიტიკაა საქმიანად ილაპარაკეთ საკითხზე, რომელიც თქვენ გეხებათ.“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა