Uncategorized

რაჟდენ კუპრაშვილი: თუ ორგანიზაციები გვიმტკიცებენ, რომ ისინი ეწევიან საადვოკატო საქმიანობას, მაშინ როგორ ხდება, როცა მათი მხრიდან არის ისეთი შესყიდვები განხორციელებული, როგორიც არის ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები

ბევრ ორგანიზაციას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი, – განუცხადა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა „ფარას“ კანონისა და გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების აღსრულებასთან დაკავშირებით.

კანონების აღსრულების მექანიზმებზე საუბრისას რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ორგანიზაციასთან დაკავშირებით დაწყებულია ეს პროცესი.

„რა თქმა უნდა, კანონს აქვს თავისი რეგულაციები, თუ ვინმე არ ემორჩილება კანონის მოთხოვნებს, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. გამოცხადება იმის, რომ რომელიმე ორგანიზაცია კანონზე მაღლა დადგება, არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, გაანადგურებს საქმის მასალებს, არ ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებასთან, არის ძალიან ცუდი ფაქტი. თუმცა, კანონს აქვს თავისი რეგულაციები. ჩვენ ამ რეგულაციის ფარგლებში გამოვავლენთ იმ ფაქტებს, რომლებიც უკავშირდება ამ ორგანიზაციების საქმიანობას და მე ვპირდები როგორც ამ ორგანიზაციებს, ისე, ჩვენს საზოგადოებას, მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას.

ბევრ ორგანიზაციას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი. მაგალითად, თუ ორგანიზაციები გვიმტკიცებენ, რომ ისინი ეწევიან საადვოკატო საქმიანობას ბენეფიციარის უფლებების დასაცავად, მხოლოდ ამ მიმართულებით იყვნენ დაკავებული და ეს არის მათი გაცხადებული მიზანი, მაშინ როგორ ხდება, როცა მათი მხრიდან არის ისეთი შესყიდვები განხორციელებული, როგორიც არის ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები და ეს არის ათასობით და ათიათასობით ლარის ღირებულების. ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მოქალაქეებს მოვაწოდოთ ინფორმაცია და ჰქონდეთ მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება და ამ მიმართულებით ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს ეფექტურ მუშაობას.

რაც შეეხება კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს, დიახ, ჩვენ დავიცავთ ამ ორგანიზაციებს, არავის არ მივცემთ საშუალებას, ამ ორგანიზაციებზე ამოფარებულად აკეთონ ფარული საქმიანობა, რაც უკავშირდება პოლიტიკას და სხვა არგაცხადებულ მიზნებს“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ორი დღის განმავლობაში 400-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა