პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ევროკავშირის მინისტერიალზე: საქართველოს „გაროზგვა” 15 ივლისს, ევროსაბჭოთა კავშირის გარდაუვალი დაშლის საწინდარი გახდება

ევროკავშირის მინისტერიალს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოსთვის 9 აპრილის ტოლფას მოვლენად აფასებს.

მინისტერიალის მოახლოების პარალელურად, ექსპერტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ 15 ივლისს ევროკავშირი საკუთარი კრახის დაჩქარებას გააფორმებს.

„ევროკავშირის 15 ივლისის მინისტერიალზე დაგეგმილი საქართველოს „ექზეკუცია”, ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ამიტომ დავიწყე მისი ხსენება ორი კვირით ადრე. ეს იქნება „9 აპრილის” ტოლფასი მოვლენა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას მისცა ფატალური ბიძგი. საქართველოს „გაროზგვა” 15 ივლისს, ევროსაბჭოთა კავშირის გარდაუვალი დაშლის (ტრანსფორმაციის, გარდაქმნის) საწინდარი გახდება. გვეტკინა „9 აპრილი”? რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ტკივილის გარეშე ვერ მოვიდოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ღირსება.

გვეტკინება „15 ივლისი”? მიუხედავად იქ მიღებული უსამართლოების მასშტაბისა? „ისე რა” გვეტკინება. რამეთუ ამ უსამართლოებასთან მუდმივ ბრძოლაში სერიოზული იმუნიტეტი და „ანტისხეულები” გამოვიმუშავეთ. უსამართლობის მესვეურებს ელემენტარული წარმოდგენა რომ ჰქონდეთ, საქართველოს სახით რა ძალებს უცხადებენ ომს, ჩვენს ხსენებაზე ყოველ დილას მეტანიებით დაიწყებდნენ და მათ გარეშე ვეღარც დაიძინებდნენ. ასე რომ, საკუთარი კრახის დაჩქარებას მოეწერება ხელი 15 ივლისს და ეს არის კანონზომიერი პროცესი. საქართველო მორიგ ჯერზე დედამიწას ათავისუფლებს ტოტალურ უსამართლობაზე, ავტოკრატიაზე, ბიუროკრატიასა და ოლიგარქიულ მმართველობაზე დაფუძნებული იმპერიისგან. და ამ იმპერიის მიერ დამონებულ და დაჩაგრულ ერებს შანსს აძლევს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისაკენ. ამაშია საქართველოს (იბერიის) პლანეტარული მასშტაბის ისტორიული მისია, რომლის „ბოლო გაჩერება” – დედამიწის ანტიქრისტეს მმართველობისგან გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილი იქნება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა