უცხოური მედია

ERR: მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა და ესტონეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ეკონომიკური სანქცია დააწესეს, აგრესორი ქვეყნიდან შემოტანილი საქონელი ესტონეთის არცერთი მსხვილი საცალო ქსელიდან არ გამქრალა

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ქვეყანაში სანქცირებული რუსული საქონლის შესვლის შესახებ წერს. სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა და ესტონეთმა რუსეთის მიმართ არაერთი ეკონომიკური სანქცია დააწესეს, რუსული პროდუქცია ესტონეთის ერთ-ერთი მსხვილი საცალო ქსელისგან არ გამქრალა.

გამოცემა კომპანია A1000 Market-ის გენერალურ დირექტორის, ტარმო ლაურინგის გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ რუსული საქონლის გაყიდვას მანამ, სანამ ეს კანონის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

ლაურინგმა ERR-ს განუცხადა, რომ ეს უფრო ეროვნული მნიშვნელობის საკითხია და მან ეთიკური წინააღმდეგობა ვერ დაინახა. „რამდენად რთულია რუსულ პროდუქციაზე სრული იურიდიული აკრძალვის დაწესება? მთავრობა სხვა ყველაფრით არის დაკავებული, ამით კი არა“, – თქვა მან.

ლაურინგის აზრით, კანონს შეუძლია დაუშვას ორთვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც არსებული მარაგი გაიყიდება, რის შემდეგაც სრული აკრძალვა შევა ძალაში.

„მან ასევე აღნიშნა, რომ არ მიაჩნია, თითქოს მაიონეზის გაყიდვა ნიშნავს იმას, რომ A1000 Market მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მისი თქმით, მანამ, სანამ იმპორტიორები რუსული პროდუქციის შემოტანას განაგრძობენ და ეს კანონით არ აიკრძალება, A1000 Market რუსეთში წარმოებული საკვები პროდუქტის გაყიდვას გააგრძელებს“, – წერს ERR-ი.

ლაურინგმა ასევე დასძინა, რომ არსებული ეკონომიკური ვითარების პირობებში ყველას უწევს ხარჯების კონტროლი, და თუ რუსული პროდუქცია იაფია, ამას ბევრი ვერაფერი შეცვლის.

მისივე თქმით, რუსულ საქონელს სხვა კომპანიებიც ყიდიან.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა