პოლიტიკა

ირაკლი კუპრაძე – არ იქნება არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით

არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით , – ამის შესახებ „ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

ირაკლი კუპრაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შიშების დემონსტრირებაა.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენი პასუხი მარტივია, ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მიუხედვად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, დროის, შეზღუდვების და შესაბამისი წესების მიხედვით, რითაც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ, მე, როგორც „ლელოს“ გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაგფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ: არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.

ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშივლის შიშების დემონსტრირება, რომ მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ყველა ველზე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძე მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს:

„ავუსრულოთ ივანიშვილს თავისი რუსული კოშმარი და ვთხოვთ ქალბატონ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ ვცადოთ ერთიანობა და ავასრულოთ მთავარი შიში, რაც ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს აქვს. ამ შიშით არის შეპყრობილი ივანიშვილი და მისი ბანდა. ივანიშვილს ეშინია ერთობის და ივანიშვილს ეშინია საერთო ბრძოლის, სადაც ის სამარცხვინოდ დამარცხდება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვითხოვთ ერთობას, ერთიანობას. არანაირ ბრძოლას არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ერთიანობსი მთავარი ხაზის დაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, “ლელო-ძლირი საქართველოს” ორი ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან პატიმრობაში. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა