Uncategorized

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე: ხომ ეუთო/ოდირი უნდოდათ? აი, ეუთო, ეუთოს გენერალური მდივანი და მისი განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან პორტოში გამართული, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ასამბლეა იყო, ხოლო გენერალური მდივნის განცხადებამ არჩევნებთან დაკავშირბულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

„ნახა მთელმა მოსახლეობამ, მათ შორის, ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა არჩევნებს და რომელმაც წერტილი დაუსვა ყველანაირი სპეკულაციის მცდელობას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.

როცა ვსაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, რომ არჩევნებამდე ყველა – ბრიუსელი და ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის გადამწყვეტი არჩევნების შეფასებისას.

დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს. ითქვა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას. ყველამ იმავე მომენტში ეუთო/ოდირი გვერდით გასწია და დაიწყო საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. გავიდა რამდენიმე თვე და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და რომ მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში, ამით წერტილი დაუსვა ბრიუსელის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას.

ხომ ეუთო/ოდირი უნდოდათ? აი, ეუთო, ეუთოს გენერალური მდივანი და მისი განცხადება არჩევნებზე, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების თუ პარლამენტების განცხადებები, რომლებსაც ერთი განმარტებით წერტილი დაუსვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა და ამხილა ისინი პოლიტიკურ ანგაჟირებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციაში კონგრესმენ ჯო იულსონის მიერ ინიცირებული წინადადების შეტანა პოლიტიკური ინტრიგებისთვის ეუთოს გამოყენების მაგალითია.

„რაც შეეხება თავად [ასამბლეის] მსვლელობას და რეზოლუციას, ვნახეთ, რომ საბოლოო ტექსტში ჯო უილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარი წინადადება, რომელიც არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს – ასამბლეა, როგორც საპარლამენტო ნაწილი ეუთოსი, ხშირად ასეთ დროს გამოიყენება პოლიტიკური ინტრიგებისთვის და ასეც უნდა შევხედოთ ამ საკითხს.

ჩვენთვის გადამწყვეტი არის ეუთოს პოზიცია, რომელსაც გამოხატავს გენერალური მდივანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეუთოს გენმდივანმა ასამბლეის სხომაზე განაცხადა: „ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ამომრჩეველს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა