პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი – ბოიკოტისტებმა დადეთ გეგმა, როგორ ამარცხებთ „ოცნებას“ ბოიკოტით, დანარჩენი ლირიკაა

ბოიკოტისტებმა დადეთ გეგმა, როგორ ამარცხებთ „ოცნებას“ ბოიკოტით, დანარჩენი ლირიკაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, დღეს არის არა საქმიანი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული დისკუსია, არამედ რადიკალური იდეოლოგიით გაჯერებული თავდასხმა, ზიზღი და სიძულვილი იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, შეცვალონ „ოცნება“.

„თავის დროზე, ავტორიტარიზმის პირველი გამოვლინება რაც „ოცნებამ“ გამოასხივა ეს იყო ახალი პარადიგმის დანერგვა – „ვინც ჩემს აზრზე არ არის – ჩემი მტერია“. დღეს ვხედავთ არა საქმიან, მიზანმიმართულ და შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიას, არამედ რადიკალური იდეოლოგიით გაჯერებულ თავდასხმებს, ზიზღს და სიძულვილს იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, შეცვალონ „ოცნება“. აი, ეს ხალხი საუბრობდა თვეების მანძილზე ერთობაზე, გაერთიანებაზე და ა.შ. დღეს იგივე ხალხი თავს ესხმის ბრძოლის განსხვავებული გეგმის მქონე „ლელოს“. რომელი-რომელს ამბავია! ბოიკოტისტებმა დადეთ გეგმა, როგორ ამარცხებთ „ოცნებას“ ბოიკოტით! დანარჩენი ლირიკაა“, – დაწერა ბექა ლილუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა