“პოლიტიკურ თამაშში, “ოცნება” ოპოზიციას უგებს და ეს ფაქტია” – ამის შესახებ, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ “ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.
ასევე, როგორც გახარია აღნიშნავს, ეს ფაქტი, ყველამ უნდა აღიაროს:
“მუნიციპალური არჩევნები რომ იქნება უსამართლო, ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ “ოცნება”, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ოპოზიციას უგებს. პოლიტიკურ თამაშში, “ოცნება” ოპოზიციას უგებს და ეს ფაქტია. რა ინსტრუმენტებით, რა ხერხებით, უკანონოდ, ახალი უკანონო კანონების მიღებით, დაპატიმრებებით, ძალადობის და ა.შ., მაგრამ უგებს. ამ მოგების მთავარი გასაღები გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ, “ოცნებას” ჯერ კიდევ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
Facebook Comments Box