ლაშა ბუღაძე აკრიტიკებს „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
“ლელოს” გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ივანიშვილ-კალანდარიშვილის რუსულ არჩევნებში არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი, არაპრაგმატული, განწირული და არაფერზე დაფუძნებული მავნებლობა. ივანიშვილს აქვს კრიზისი და მისი დასრულება ჩვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული. გამძლეობაზე! ესაა ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად უნდოდა ივანიშვილს – ოპოზიციის გახლეჩა, თუმცა არ გამოუვა: ოპოზიცია არის ხალხი, რომელიც დაასრულებს ივანიშვილს… უკვე “ლელოს” გარეშე! ბოიკოტი რუსულ არჩევნებს! ეჭვი არ მეპარება, “ლელოს” რაციონალური წევრები ამ ბრიყვული და მოღალატეობრივი გადაწყვეტილების მერე დატოვებენ ამ არაადეკვატურ პარტიას“,-აცხადებს ლაშა ბუღაძე.
Facebook Comments Box