უცხოური მედია

მარკ რუტე: იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აშკარად არ სურს ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობა, მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინას ყველაფერი ჰქონდეს ბრძოლის გასაგრძელებლად

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერების თაობაზე. როგორც Bloomberg-ი წერს, რუტემ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ აშშ-ს მოქნილობა ექნება, რათა უკრაინას თვითდაცვისთვის საჭირო რესურსები მიაწოდოს.

მან აღნიშნა, რომ, ცხადია, აშშ უნდა დარწმუნდეს, რომ მარაგები მათთვის საჭირო დონეზეა, რადგან ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ნატოს კოლექტიური თავდაცვისთვის.

„ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ იქნება მოქნილობა, ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას შეუძლია წინსვლა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აშკარად არ სურს ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობა, მოკავშირეებმა „უნდა უზრუნველყონ“, რომ უკრაინას „ყველაფერი ჰქონდეს ბრძოლის გასაგრძელებლად“.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა