Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: მძიმე შემთხვევა არის. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ყველა დეტალი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაირკვევა

x

მძიმე შემთხვევა არის. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ყველა დეტალი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაირკვევა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მას ოპოზიციასთან აფილირებული არხის წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილზე შს მინისტრის გეკა გელაძის ჩასვლასთან დაკავშირებით კითხეს. ისინი დაინტერესდნენ, ხომ არ უკავშირდებოდა თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა ის ფაქტი, რომ შს მინისტრი და სამართალდამცავები მის დასაკავებლად მიდიოდნენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა დეტალი, რაც ამ შემთხვევას უკავშირდება ითქვა საჯაროდ.

„არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ვერსიები. ყველაფერი საჯაროდ ითქვა კიდევაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს თავად შემთხვევასთან დაკავშირებით. ასე, რომ გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს.

მოხდა მძიმე შემთხვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საკითხს. შს მინისტრი თავად იყო შემთხვევის ადგილზე და გამოძიება შეეცდება დაადგინოს ყველა დეტალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა