პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.

პრემიერი კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ამასთან, საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა