პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ძვირფასო ევროპარლამენტარებო, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ქველმოქმედების მიზნით 3 მლრდ ლარზე მეტი დაახარჯა. ტყუილად ირჯებით, ბიძინა ივანიშვილს სანქციების შიშით სამშობლოს სიყვარულს ვერ გაუნელებთ, გამორიცხულია!

ევროპარლამენტართა მხრიდან საქართველოს მიმართ უთანასწორო და უსამართლო მოპყრობას მიჩვეული ვართ, სამწუხაროა რომ კოლექტიურმა დასავლეთმა დღემდე ვერ დაიჯერა, ვერ ირწმუნა, რომ შესაძლებელია ადამიანს ფულზე მეტად, საკუთარი სამშობლო უყვარდეს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების შიშით სამშობლოს სიყვარულს ვერავინ გაუნელებს და ერთადერთი, რასაც ევროპარლამენტარები მიიღებენ, მისი კიდევ უფრო მეტად გაზრდილი რეიტინგია ქართულ საზოგადოებაში.

„ევროპარლამენტართა მხრიდან საქართველოს მიმართ უთანასწორო და უსამართლო მოპყრობას მიჩვეული ვართ, სამწუხაროა რომ კოლექტიურმა დასავლეთმა დღემდე ვერ დაიჯერა, ვერ ირწმუნა, რომ შესაძლებელია ადამიანს ფულზე მეტად, საკუთარი სამშობლო უყვარდეს! ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ, რაც სრული სიბრიყვეა, რადგან ოფიციალური სანქციის დაწესება ვერაფერს შეცვლის, მაშინ როცა არაფორმალური სანქცია ისედაც მოქმედებს! ძვირფასო ევროპარლამენტარებო, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ქველმოქმედების მიზნით 3 მილიარდ ლარზე მეტი დაახარჯა. მერწმუნეთ ტყუილად ირჯებით, რადგან ბიძინა ივანიშვილს სანქციების შიშით სამშობლოს სიყვარულს ვერ გაუნელებთ, გამორიცხულია! ჩვენ უამრავი რეზოლუცია, რეზოლუციის პროექტი თუ რეკომენდაცია გვინახავს სადაც სანქციების შესახებ არის საუბარი, ამით რა შედეგი მიიღო დასავლეთმა? ერთადერთი “შედეგი” რაც მიიღეს ქართული ოცნების და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის ზრდა და ქართულ საზოგადოებაში დასავლური ინსტიტუტების ნდობის შემცირება არის. დიახ, ევროპარლამენტი, მსგავსი მახინჯი რეზოლუციებით, მხოლოდ საკუთარ თავს იზიანებს, რადგან ყველა ხედავს მათ ორმაგ სტანდარტს და უსამართლო დამოკიდებულებას!“-წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა