პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ივანიშვილი უკვე იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ და მათი ოფიციალურად დაწესება თუ არ დაწესება, არაფერს ცვლის. მეორე – ეს არის სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები, რაც ივანიშვილის ქმედებების ამოსავალი წერტილია

x

კორუფციით გაჟღენთილი ევროპარლამენტარები, ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტართა დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაიცნო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებს, მისი სანქციებით შეშინება იგივეა, რომ მეზღვაურს ზღვით აშინებდე. დავიწყოთ იმით, რომ ივანიშვილი უკვე იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ და სანქციების დაწესება არ დაწესება არაფერს ცვლის, მეორე საკითხს უკვე შევეხე, ეს არის სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესები, რომელიც ივანიშვილის ქმედებების ამოსავალი წერტილი არის. დასავლეთს, წარსულში არაერთხელ ჰქონდა ივანიშვილზე ზემოქმედების მცდელობა, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო, რადგან ეს ადამიანი სამშობლოს სიყვარულით მოქმედებს და ამას ვერაფერი შეცვლის – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროპარლამენტისთვის უმჯობესია საქართველოს საქმეებში ნაკლებად ჩაერიოს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა მისცეს, რადგან დღეს მკაფიოდ ვხედავთ ევროკავშირის ვასალურ დამოკიდებულებას, ისინი საქართველოს წინსვლის გზაზე მუხრუჭის როლს ასრულებენ.

„კორუფციით გაჟღენთილი ევროპარლამენტარები, ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტართა დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაიცნო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებს, მისი სანქციებით შეშინება იგივეა, რომ მეზღვაურს ზღვით აშინებდე. დავიწყოთ იმით, რომ ივანიშვილი უკვე იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ და სანქციების დაწესება არ დაწესება არაფერს ცვლის, მეორე საკითხს უკვე შევეხე, ეს არის სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესები, რომელიც ივანიშვილის ქმედებების ამოსავალი წერტილი არის. დასავლეთს, წარსულში არაერთხელ ჰქონდა ივანიშვილზე ზემოქმედების მცდელობა, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო, რადგან ეს ადამიანი სამშობლოს სიყვარულით მოქმედებს და ამას ვერაფერი შეცვლის. ევროპარლამენტისთვის უმჯობესია საქართველოს საქმეებში ნაკლებად ჩაერიოს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა მისცეს, რადგან დღეს მკაფიოდ ვხედავთ ევროკავშირის ვასალურ დამოკიდებულებას, ისინი საქართველოს წინსვლის გზაზე მუხრუჭის როლს ასრულებენ. ევროპარლამენტარებს მოვუწოდებ, ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას გაეცნონ, სადაც ისინი კარგად დაინახავენ ქართველი ადამიანის ფულისადმი და სამშობლოსადმი დამოკიდებულებას! დიახ ბატონებო ბიძინა ივანიშვილისთვის სამშობლოს საპირწონედ ფული არ გამოდგება, რადგან მისთვის სამშობლო ნომერ პირველ საზრუნავს და საფიქრალს წარმოადგენს!“ – წერს ჩიხელიძე.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა