სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავის არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, მე პირადად და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მას შმედეგაც, რაც მან თანამდებობა დატოვა.
„თორნიკე რიჟვაძის საქმის მსვლელობას მუდმივად ვაკონტროლებ, რაც შეეხება სიახლეებს, როდესაც იქნება სიახლეები, საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მაგალითად სამარცხვინო მედიასაშუალებები დავასახელე. ტელევიზიებზე თუ ვსაუბრიობთ, უნდა გავიხსენოთ ორი სამარცხვინო მედიასაშუალება – „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. ეს მედიასაშუალებები ათას ტყუილს კადრულობენ, რაც ვიღაცისთვის შეიძლება, იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება, არ იყოს სტრესული. ტყუილებს როდესაც ავრცელებთ, ეს ქმნის სტრესულ გარემოს. ჩემთვის ეს არ არის სტრესული, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია. მაგალითს მოგიყვანთ, რამდენიმე დღის წინ სამარცხვინო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და ითქვა, თითქოს ჩემთვის ხურავდა ამ აკადემიის აუზს. მივდიოდი აუზზე და თითქოს ის იხურებოდა პოლიციელებისთვის. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს თქვენი ტელევიზია. ეს ტყუილი როგორც ფაქტი გაავრცელეთ. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ჩემთვის ეს სტრესული არ არის, ყველას აქვს განსხვავებული ფსიქოლოგია, მაგრამ ბევრი ადამინისთვის შეიძლება, თუნდაც ასეთი სამარცხვინო ტყუილი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი, სტრესული იყოს. მედია, როგორც ერთ-ერთი მაგალითი დავასახელე, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუიელებით. საჯარო მაგალითი გითხრარით, ვინ აბრალდებდა, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ათასი სამარცხვინო ტყუილი ვრცელდებოდა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რას აბრალებდით თორნიკე რიჟვაძეს, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ჩვენ არაფერს ვაბრალებდით თორნიკე რიჟვაძეს“.
„რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის მიმართ მუქარას, ვინმე თუ ემუქრებოდა, ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავის არავითარი პრეტენზია არ აქვს. მე პირადად და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ბოლომდე, მათ შორის მას შემდეგაც, რაც თანამდებობა დატოვა. მასთან რამდენიმე თბილი შეხვედრა მქონდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.