პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე – ვეთანხმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ არჩევნები არ ტარდება, ეს არის ბრძოლის ველი, სადაც, ქართველ ხალხთან ერთად, ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ

ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! ეს არის ბრძოლის ველი, სადაც, ქართველ ხალხთან ერთად, ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს სრულიად ეთანხმებიან ბოიკოტის საკითხშიც.

„ბოიკოტს რაც შეეხება, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად. აქვე, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში. სტატუსკვო. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმრობაშია. იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუსკვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!“ – წერს ბადრი ჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა