Uncategorized

არჩილ გორდულაძე: მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან. კამპანიები, რომლებიც მათსავე ტელევიზიებში მიმდინარეობს, სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე მათი იმიჯი გამოსწორდეს

მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი პატრონების დავალებით მიმდინარეობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პატრონების დავალებით, ოთხი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ორი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის გარიცხვა მიმდინარეობს. მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან. მათ შორის კამპანიები და შოუ, რომლებიც მათსავე ტელევიზიებში მიმდინარეობს, სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე მათი იმიჯი გამოსწორდეს. მაგრამ რა გამოასწორებს „ნაცის“ იმიჯს – „ნაცები“ როგორც მორალურად, ასევე მათი საქმიანობიდან გამომდინარე არიან დამძიმებულები და მათ რეიტინგზე აისახება ეს ყველაფერი. ამიტომაც არის, რომ მათი მხარდაჭერა სულ უფრო და უფრო მინავლებულია“, – განაცხადა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა