საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერი, სადაც საბა ჯიქია ფიგურირებს, ავთენტიკურია. განმარტება პროკურატურაში გაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას ტელეკომპანია „იმედის“ მისამართით, თითქოს არხმა ვიდეო, რომელშიც საბა ჯიქია ფიგურირებს, ფალსიფიცირებულია და ის კადრი, სადაც მას დანა უჭირავს – მონტაჟი.
სპეკულაციებს წერტილი ექსპერტიზის დასკვნამ დაუსვა, რომლითაც დასტურდება, რომ ვიდეო ავთენტიკურია.
„საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერი არის ავთენტიკური. მტკიცებულების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და მასზე ჩატარებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა“, – განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
Facebook Comments Box