პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ქალბატონი ზურაბიშვილი არის ჩამოყალიბებული ტროლი

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოყალიბებული ტროლი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთდროულად თქვა ორი რაღაც, ერთი – რა დროს არჩევნებია და მეორე – რა დროს ბოიკოტია“.

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 

ხვიჩიას თქმით, გაურკვეველია, რას უჭერს მხარს ზურაბიშვილი. 

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოყალიბებული ტროლი იქიდან გამომდინარე, რომ ერთდროულად თქვა ორი რაღაც, ერთი – რა დროს არჩევნებია ფიზიკურად და მეორე – რა დროს ბოიკოტია. მე ვერ გავიგე, რა დარჩა, ანუ, რა არის ის, რასაც მხარს უჭერს ქალბატონი სალომე. ღმერთმა დაიფაროს ქალბატონი სალომე, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს, თორემ პირველი სალომეს მიადგებიან პრეტენზიით, აქამდე რატომ გვატყუებდი და გვაცდენდიო. მაგრამ ქალბატონი სალომესთვის გასახარად, არაფერი ეტყობათ გონზე მომსვლელების“, – განაცხადა ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა