უცხოური მედია

Financial Times: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის არის განწყობილი

JPG resized with https://ezgif.com/resize

რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი, როგორც ჩანს, არ არის მგრძნობიარე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხმამაღალი მუქარის მიმართ და გეგმავს, გააგრძელოს ომი უკრაინაში საბოლოო მიზნების მიღწევამდე.

როგორც Le Monde-ის რედაქტორი, სილვი კაუფმანი Financial Times-ისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, ტრამპი ახლა იძულებულია, დაფიქრდეს გაჭიანურებული კონფლიქტის პერსპექტივაზე, რადგან პუტინი სრულად არის მზად, მიაღწიოს თავის საბოლოო მიზანს – ნებისმიერ ფასად დაიმორჩილოს უკრაინა, უკრაინელები კი, თავის მხრივ, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ურყევ გადაწყვეტილებას აჩვენებენ.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ტრამპთან და მაკრონთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრებისას, რუსეთის ლიდერმა მკაფიოდ განაცხადა: ნებისმიერი გადაწყვეტილება მიმართული უნდა იყოს იმის აღმოფხვრაზე, რასაც ის კონფლიქტის „ძირეულ მიზეზებს“ უწოდებს. მისი აზრით, ეს ნიშნავს ნატოს საზღვრების 1997 წლის მდგომარეობით საზღვრებზე დაბრუნებას და უკრაინისთვის სუვერენიტეტის ნებისმიერი ფორმის ჩამორთმევას. ასეთია კომპრომისის სულისკვეთება“, – აღნიშნულია სტატიაში.

სილვი კაუფმანი აღნიშნავს, რომ პუტინი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ველზე მისი უპირატესობა იზრდება. ამასთან, ამ ომში დამარცხება მისთვის წარმოუდგენელია, რადგან მან თავისი ქვეყნის ეკონომიკა და ლეგიტიმაცია სწორედ ამ ომის ირგვლივ ააგო.

ამავე დროს, უკრაინელებისთვის დამარცხება უბრალოდ უკრაინის დასასრულს ნიშნავს, აღნიშნავს კაუფმანი.

„ის, თუ როგორ იპყრობს რუსეთის ხელისუფლება აღმოსავლეთით მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მეთოდურად ანადგურებს რა ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერ ნიშანს, მოწმობს პუტინის მიერ უკრაინის, როგორც ერის არსებობის უარყოფას“, – აღნიშნავს სილვი კაუფმანი.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთისა და უკრაინის მიმართ ტრამპის გაურკვეველმა სტრატეგიამ ევროპას უკრაინის შემდგომი შეიარაღებისკენ უნდა უბიძგოს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა