პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი – მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“

მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“, – ამის შესახებ „ფედრეალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სათნო ვირეშმაკა – ბადრი ჯაფარიძის დეფინიცია. ეპითეტი იქით იყოს და…. მე მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“. აი, ამ კონკრეტულმა სიმართლემ გაუნათოს გზა და გვეყოფა კოლაბორანტების ჩასარეცხად“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გუშინ სოციალურ ქსელში daწერა: „ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება. ეს არის ბრძოლის ველი, სადაც, ქართველ ხალხთან ერთად, ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ. ბოიკოტს რაც შეეხება, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა