პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი – ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში როცა ითრევ, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის გამო კი ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია

ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში როცა ითრევ, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის გამო კი ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი და სეიმის თავმჯდომარე საულიუს სკვერნიალისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან დრონმა შეაღწია.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ლიეტუვის ტერიტორიაზე ბელარუსიდან უცნობი ობიექტი შეიჭრა. თავდაპირველად ეს ირანული „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატი ეგონათ, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენელები თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხელნაკეთი საფრენი აპარატი იყო, რომელიც საშიშროებას არ წარმოადგენდა. ის ბელარუსის საზღვრიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა