უცხოური მედია

25 წლის ინდოელი ჩოგბურთელი საკუთარმა მამამ მოკლა

ინდოეთში 25 წლის ჩოგბურთელი რადიკა იადავი საკუთარმა მამამ მოკლა. ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენის მამამ განაცხადა, რომ მკვლელობის მიზეზი მეზობლები არიან, რომლებიც მასზე ამბობდნენ, რომ ქალიშვილის შემოსავლით ცხოვრობს. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

25 წლის იადავი  საერთაშორისო ტურნირებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო რამდენიმე წელი კი, მწვრთნელად მუშაობდა თავის შექმნილ აკადემიაში. ტენისისტის მამა აცხადებს, რომ მეზობლები დასცინოდნენ  და ეუბნებოდნენ, რომ მას შვილი ინახავს. 

პოლიციის წარმომადგენელმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მამაკაცმა შვილს მოსთხოვა, მიეტოვებინა სამუშაო, რადგან აღარ შეეძლო მეზობლების დაცინვის ატანა.

„ეს სიტუაცია მუდმივად მაწუხებდა, რადგან ეს ჩემს ღირსებას ეხებოდა. მე მუდმივად დაძაბული ვიყავი. ამის გამო, ჩემზე გაფორმებული იარაღი ავიღე და როდესაც ჩემი შვილი სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა, ზურგში სამჯერ ვესროლე. მე მოვკალი ჩემი შვილი“,- დაწერა აღიარებით ჩვენებაში ჩოგბურთელის მამამ. 

ამასთან, NDTV აღნიშნავს, რომ მამას შვილის მკვლელობის კიდევ ერთი მოტივი ჰქონდა. ის უკმაყოფილო იყო, რომ მისი ქალიშვილი ერთ-ერთი მუსიკოსის კლიპში გადაიღეს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა