პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – 2024 წელს ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი ეროვნული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და არა პრორუსული, პროდასავლური, თუ ასე შემდეგ

2012 წელს სწორედ „დიფ სთეითის“ აგენტურა მოქმედებდა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითის“ აგენტურას ყველაზე მეტად ჩვენი ტიპის ქვეყნებში განსაკუთრებით ახასიათებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სრული ხელყოფა, მედიის მონოპოლიზება, სიტყვის თავისუფლების სრული ხელყოფა, ადამიანების წამება და ა.შ.

„ისინი მოსული იყვნენ ხელისუფლებაში 2004-დან 2012 წლამდე და ძალიან კარგად დაგვამახსოვრეს თავი სწორედ „დიფ სთეითისეული“ ხელწერით. რა ახასიათებს ყველაზე მეტად „დიფ სთეითის“ აგენტურას, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებში – ეს არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სრული ხელყოფა, მედიის მონოპოლიზება, სიტყვის თავისუფლების სრული ხელყოფა, ადამიანების წამება და ა.შ. გვახსოვს, იგივე ქართული „გუანტანამო“ მოაწყვეს ჩვენს ქვეყანაში. მედიას რაც შეეხება, რა მდგომარეობაც არის ევროპის მასშტაბით მთლიანად, მონოპოლიზებული მედია, ის რეალობა დაამკვიდრეს საქართველოშიც 2004-2012 წლებში და ა.შ. ეს იყო მაშინდელი ხელწერა, 2004-2012 წლებში საქართველოში მოქმედებდა „დიფ სთეითის“ აგენტურა, ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და უცბათ, 2011 წლის ბოლოდან 2012 წელს ამ აგენტურას შეექმნა საფრთხე. სწორედ ამას უკავშირდებოდა ის, რომ ჯერ კიდევ მაშინ ამ აგენტურამ დაამკვიდრა ეს ტერმინი –  პრორუსული, რუსული და ა.შ. მათ უნდოდათ, თავიდან აერიდებინათ ხელისუფლებიდან აგენტურის ჩამოშორება. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თუ რამდენი უბედურება მოუტანა ამ აგენტურამ ჩვენს ქვეყანას, თუმცა მადლობა ღმერთს, პროცესები სხვანაირად წარიმართა. მაშინაც არავინ დაიჯერა ეს გზავნილები პრორუსულობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში მაშინაც, ისევე, როგორც ახლა, 12 წლის თავზე, 2024 წელს ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი სწორედ ეროვნული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და არა პრორუსული, პროდასავლური, თუ ა.შ. ჩვენი პოლიტიკური ძალა სწორედ ამით გამოირჩევა. ჩვენ ვატარებთ ეროვნულ ინტერესებს და საბოლოო ჯამში, მივყვებით სწორედ სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის უმთავრესი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა