პოლიტიკა

მგონია, რომ ყველა ხელმისაწვდომი მასალა აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს – ირაკლი კობახიძე ბაჩიაშვილის ცემის ეპიზოდზე

“ქართული ოცნების” პრემიერმა უპასუხა რუსთავი2-ის ეთერში დასმულ შეკითხვას გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ეპიზოდთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა ვიდეოკადრების გასაჯაროება, რომელზეც ბაჩიაშვილის დაცვის მხარე საუბრობს.

” მე მგონია, რომ ყველა ხელმისაწვდომი მასალა აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. პირველადი განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გააკეთა, რომ მოხდა ჩხუბი ორ პატიმარს შორის და გამოძიებაც დაწყებულია. ამიტომ, მე გამიჭირდება რამე კონკრეტული კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რატომ დაიწყო, როგორ დაიწყო, რა იყო მიზეზი. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე, რომც მქონდეს ინფორმაცია ვერ ვიტყვი, ეს არის უწყებების საქმე”, – განაცხადა კობახიძემ.

14 ივლისს, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. . ბაჩიაშვილი საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს , შემდეგ კი, დააბრუნეს დაწესებულებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა