პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – „არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა, მოთხოვნა უნდა იყოს, „კი, ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“

„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი, ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი „ქართულ ოცნებას“ ყველა დონეზე ჩააბეტონებს.

„„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.

არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.

რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების“ სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!

რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“, – წერს ხაზარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა