ჰოლივუდის მსახიობმა, რომელიც ფრონტოტემპორალური დემენციით იტანჯება, შესაძლოა სამუდამოდ დაკარგოს მეტყველების უნარი და მიეჯაჭვოს საწოლს. ამის შესახებ არაერთი გამოცემა, მათ შორის Economic Times და Express Tribune წერენ.
„ის პრაქტიკულად აღარ ლაპარაკობს და კითხულობს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას აღენიშნება გარკვეული მოძრაობითი დარღვევები“, — ნათქვამია სტატიებში უილისის მდგომარეობის შესახებ.
70 წლის მსახიობის ოჯახს, ქალიშვილებსა და ყოფილ მეუღლეს, დემი მურს, ბოლო დროს არ შეუტყობინებიათ მისი მდგომარეობის გაუარესების შესახებ. თუმცა, მანამდე ახლობლებმა აღიარეს, რომ უილისის მძიმე ავადმყოფობა პროგრესირებს.
ფრონტოტემპორალური დემენცია აზიანებს ტვინის წილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტყველებაზე, მოძრაობაზე, ქცევასა და ემოციების კონტროლზე. თანდათანობით განვითარებადი დაავადება ართმევს პაციენტს კომუნიკაციის და მარტივი ფიზიკური მოქმედებების შესრულების უნარსაც კი.