პოლიტიკა

გიორგი გრძელიშვილი: გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც “ნაცთან” ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო – შეპყრობილი მანიაკების სექტაა, ამ ბოდვებს უყვებიან ერთმანეთს და ფიქრობენ, რომ ხალხს დააჯერებენ

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წევრების, ლევან სანიკიძისა და ბესიკ შენგელიას დისკუსიას.

გრძელიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში 14 ათსამდე სახლი აღადგინა და არა მხოლოდ სახურავი, არამედ საყრდენი კონსტრუქციები გამოუცვალა, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მსგავს ბოდვას საზოგადოებას დააჯერებენ.

“უდავოა – შეპყრობილი მანიაკების სექტაა გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო… კარგი, ვთქვათ სოფელ ჭორვილაში ამ „შიშის“ გამო გამოუცვალა სახურავები სახლებს, მაგრამ საჩხერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ათეულ სოფელს აერთიანებს და ბიძინა ივანიშვილმა ყველა სოფელში 14 ათასამდე სახლი აღადგინა, გამოუცვალა არა მხოლოდ სახურავი, არამედ მისი საყრდენი კონსტრუქცია, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი, გააკეთა კანალიზაცია და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს. ვერაფერს იტყვი, შეპყრობილი მანიაკების სექტაა – ამ ბოდვებს უყვებიან ერთმანეთს და ფიქრობენ, რომ ხალხს დააჯერებენ ამ სისულელეს. ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის მწუხარებას, ვინც ამ აყროლებული ბიომასის მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ნაღდად არ იმსახურებთ მეტს.” – წერს გიორგი გრძელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა