არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემთხვევაში, წინააღმდეგობა შესუსტდება, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ასევე საერთაშორისო ზეწოლას, რაც ერთადერთი გზაა მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად – მონაწილეობის მიღებით, ამ ბრძოლას დააზიანებს პოლიტიკური აქტორი ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა, შეასუსტებს წინააღმდეგობას, რც თავის მხრივ იწვევს შიდა დაპირისპირებას, რყევებსა და საერთაშორისო ზეწოლას.
“4 ოქტომბერს რომ არჩევნები იყოს, ყველა პოლიტიკოსი დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ორი მთავარი მიზეზია, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება. მეორე: წინააღმდეგობა შესუსტდება, ის რაც მთავარ დაბრკოლებას უქმნის რეჟიმს, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ასევე საერთაშორისო ზეწოლას, რაც ერთადერთი გზაა მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად. მონაწილეობის მიღებით ამ ბრძოლას დააზიანებს პოლიტიკური აქტორი. ერთადერთი, რაც უნდა შეცვალოს არის პოლიტიკური აქტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 19 ივლისს აქციაზე კარგად დაინახეს, თუ რა არის საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა,” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.