Uncategorized

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში, უმეტესად ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში უმეტესად ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. რაც შეეხება დედაქალაქს, ძირითადად მზიანი ამინდი იქნება.

„დღეს, საქართველოს მასშტაბით, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იგივე ამინდი ნარჩუნდება ხვალისთვისაც. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში იქნება 28-33 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში იქნება 33-38 გრადუსი. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი ორი დღის განმავლობაში. აქ ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს“, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა „ქრონიკასთან“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა