პოლიტიკა

თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები ვეფხია ფაცურია აცხადებს, რომ სახელმწიფოსგან ბინა მიღებული ქონდა, თუმცა ძმის ავადმყოფობის გამო გაასხვისა

თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები ვეფხია ფაცურია აცხადებს, რომ სახელმწიფოსგან მიღებული ბინა ძმის ავადმყოფობის გამო გაასხვისა.

კითხვაზე, გადაეცა თუ არა ნამდვილად ბინა, რომელიც შემდეგ გაასხვისა, ფაცურიამ განაცხადა, რომ ასეა. რაც შეეხება მიზეზს, მისი თქმით, ავადმყოფ ძმას უვლის და ბინის გასხვისების მიზეზიც ძმის ავადმყოფობა გახდა.

„რა არის მიზეზი და ჩემი ძმის ავადმყოფობა. ავად არის, ფილტვების უკმარისობა აქვს, ბინა არ აქვს და მე ჩემს ძმას ვუვლი. ავადმყოფია, ინვალიდია, პენსია აქვს და დასავლეთის ჰაერი არ უხდება, ამიტომ ვარ აქ. აგერ არის ჩემი შვილი, ჩემი სამი წლის შვილიშვილი, რომელსაც ბინა არ აქვს მიღებული და ჩემი სიძეც აქ არის. ის ბინაც რომ გავასხვისე, იმ ავადმყოფობის გამო გავასხვისე“, – განაცხადა ვეფხია ფაცურიამ.

კითხვაზე, დამატებით ითხოვთ თუ არა ახალ ფართს, ფაცურიას თქმით, მისი ძმა, რომელსაც უვლის, ბინით არ არის დაკმაყოფილებული.

„დამატებით ჩემი ძმა, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული. აფხაზეთის ვეტერანია და არ აქვს საცხოვრებელი, ამის გამო“, – აღნიშნა ვეფხია ფაცურიამ.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს. ადგილზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა