პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის დამსჯელი ორგანოს წარმომადგენლებს გადავუხდით 200 ათას დოლარს, თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, ასევე მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე. ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში

„მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას.

ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, მაგალითად აქციების მონაწილეებს წამების მასალებს და ასევე მათ ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.

რა თქმა უნდა ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად.

მე მგონი ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ“,-წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა