Uncategorized

თურქეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა🌡️☀️

თურქეთის გარემოს სამინისტროს ინფორმაციით, მეტეოროლოგებმა ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს. პარასკევს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სილოპიში თერმომეტრის მაჩვენებელი +50,5C გრადუსამდე აიწია.

სილოპი თურქეთის ერაყთან და სირიასთან საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. მაღალი სიცხის გამო ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.

ტემპერატურის წინა რეკორდი თურქეთში 2023 წლის აგვისტოში დაფიქსირდა – 49,5C.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა