პოლიტიკა

არ იცოდნენ საკუთარი დაბადების დღეები და ცხოვრობდნენ გალიებში: ფლორიდაში ოჯახი აყვანილი შვილების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დააკავეს

ფლორიდაში მცხოვრები, მეუღლეები ბრაიან და ჯილ გრიფეტები, ასევე მათი ბიოლოგიური შვილები, 21 წლის დალინ და 19 წლის ლიბერთი გრიფეტები, არასრულწლოვნების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ბრალდებით დააკავეს. განგაში ეკლესიის თანამშრომელმა ატეხა, რომელმაც მეურვეობის ორგანოს საეჭვო ოჯახის შესახებ შეატყობინა, რომელიც „ძირითადად აფროამერიკელ ბავშვებს იყვანდა შვილად“, იუწყება პორტალი Law&Crime.

ოჯახში სულ ცხრა ბავშვი ცხოვრობდა — ხუთი ბიოლოგიური და ოთხი აყვანილი- 7-დან 16 წლამდე ასაკის. უცნაურობები გამომძიებლების პირველივე შემოწმებისას გამოვლინდა: ატვანილი ბავშვები სახლში შრომობდნენ, სანამ ბიოლოგიურები თამაშობდნენ ან ტელევიზორს უყურებდნენ.

შემდგომი გამოძიების დროს საზარელი ფაქტები გაირკვა: ბავშვების თქმით, მშობლები მათ რეგულარულად სცემდნენ ჯოხით, ცდილობდნენ კვალის არ დაეტოვებინათ, სახეში ძმარს ასხამდნენ, ხოლო ორსართულიანი საწოლები გალიებად ჰქონდათ გადაკეთებული და იქ კეტავდნენ.

გარდა ამისა, ბავშვები არ დადიოდნენ სკოლაში და არ იცოდნენ წერა-კითხვა — მათ არც კი იცოდნენ ზუსტად, როდის დაიბადნენ. შერიფის ოფისის ცნობით, ბავშვებს ასევე ასწავლიდნენ ტყუილის თქმას იმაზე, თუ რა ხდებოდა მათ სახლში. საბოლოოდ, ცხრავე არასრულწლოვანი ოჯახიდან წაიყვანეს. მეუღლეები გრიფეტები და მათი ზრდასრული შვილები კი საპატიმროში იმყოფებიან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა