„შრეკის“ ანიმაციური ფრანშიზა გაფართოვდება – სოლო ფილმს მულტფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ვირი მიიღებს.
ინფორმაცია გამოცემას Screen Rant-ს ედი მერფიმ გაუზიარა, რომელიც პერსონაჟს ახმოვანებს. მისივე თმით, მუშაობა ანიმაციაზე შემოდგომაზე დაიწყება. ახალი ნაწილი ვირის და მისი მეუღლის – დრაკონ ელიზაბეტის და მათი შვილების ცხოვრებას დეტალურად გვაჩვენებს.
ვირს, რომელიც „შრეკის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია აქამდე სოლო ფილმი არ ჰქონია, მაშინ როდესაც ფრანშიზის კიდევ ერთ გმირზე – ჩექმებიან კატაზე უკვე 2 სპინოფი გადაიღეს.
„შრეკის“ მეხუთე ნაწილი კი ეკრანებზე 2026 წლის 1 ივლისს გამოვა.
Facebook Comments Box