პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მარინ ლე პენმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა.
„სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპთან გააფორმა, პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ფიასკოა“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ლე პენის აზრით, ევროკავშირმა, თავისი 27 წევრი სახელმწიფოთი, მიიღო გაერთიანებულ სამეფოზე უარესი პირობები.
ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტადტი და შეთანხმებას „კატასტროფას“ უწოდებს.
„ევროკავშირისა და აშშ-ს შორის შეთანხმება სკანდალურია… კატასტროფა… ამერიკის მხრიდან არცერთი დათმობა… ცუდად შეთანხმებული“, – წერს ვერჰოფსტადტი.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს.