მე დიდი ხანია ვსაუბრობ შიდა დაპირისპირებაზე, თავიდან თქვეს, რომ ეს ასე არ არის, მერე დაიჭირეს მიქაუტაძე, კლავდნენ რიჟვაძეს, დაიჭირეს ბიზნესმენები, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე დაიჭირეს, სხვათა შორის, მადლობა აქვს ბურჭულაძეს სათქმელი, მე რომ წინასწარ ვამბობ და მერე ემთხვევა, თავს იკავებენ ხოლმე. იმ ეთერიდან 5 დღეა გასული და აგერ, მისი ნათესავი დაიჭირეს. გაუჭირდა ობშჩიაკს იმიტომ, რომ სანქციები მუშაობს. ივანიშვილი ქეშს დაეძებს და მიადგა და ეუბნება- მილიონები დაყაჭეთ ძმებო!-ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ერთგული ამომრჩეველი კარგად უნდა დაფიქრდეს.
„ჯუანშერი ამბობდა, ეგო ხაბეიშვილის ნარატივიაო, არავის არსად არ იბარებენო, და აგერ, ნარატივიდან მოვედით სიმართლემდე. ქართული ოცნების მომხრეებო, ხომ გესმით, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდა ბანკშიც, პარტიაშიც, მაისურებიდანდაწყებული, დროშებით დამთავრებული, ამ ყველაფერს ლილუაშვილი აკეთებდა, მასთან ერთად იბრძოდა. გომელაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდა, მისი ერთგული იყო. ღარიბაშვილი, რომელიც, მზად იყო, ყველაფერი სახეზე შეეზილა, – ეს ხალხი მოიშორა, ამ ხალხს ჰკრა ხელი, ამ ხალხს იმეტებს ციხისთვის, იმეტებს მოსაკლავად, რიჟვაძის მაგალითი აიღეთ, აღაზევა და მერე კლავდა, მის ოჯახს ემუქრება. თქვენ, როგითი ქოცები ხომ უნდა დაფიქრდეთ.
ობერქოცები ვინც იყო, იმათი შეჭმა დაიწყო. შიდა ომები ასე ადვილად არ დამთავრდება. მამუკა მდინარაძეს და კახი კალაძეს ხმალამოღებული ბრძოლები აქვთ, ივანიშვილმა მოიყვანა აბსოლუტურად გაუგებარი ხალხი, რომელსაც არ უბრძოლია არასდროს. გომელაურს რომ გაწირავს, ღარიბაშვილს რომ გაწირავს, ლილუაშვილს რომ გაწირავს, რიჟვაძეს რომ გაწირავს- წარმოგიდგენიათ, დღეს რომ მინისტრია და ვიღაც მოადგილე, მაგათთან ხომ უფრო მალე მივა და მარტივად შეჭამს. ეს ბიძინა ივანიშვილის გზავნილია. ბაჩიაშვილზე ამბობდა შვილობილიაო და გეკას და ჯეკას დაინდობს? თუ პროკურორს და ფოხანაშვილს დაინდობს? შიდა დაპირისპირება გაღრმავდება, შემდეგი იქნება გომელაური და ლილუაშვილი. რიჟვაძის თემამ შეანელა ეს პროცესი , მაგრამ აი, ჯუანშერ ბურჭულაძესაც დაერხევა ფულს თუ არ მიიტანს. ამ დღეებში გაირკვევა, მამუკა მოიგებს, თუ კალაძე“,-ამბობს ხაბეიშვილი.