Uncategorized

არჩილ გორდულაძე: კახი კალაძეს რაც შეეხება ის არის ადამიანი, რომლის პირადი გადაწყვეტილებითაც ათი ათასობით ადამიანს მოუგვარდა ისეთი პრობლემები, როგორიც არის უბინაობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე იმ მიღწევებზე საუბრობს, რომელიც თბილისის მერს კახა კალაძეს აქვს.

მისი თქმით, სწორედ კახა კალაძის ჩართულობით უამრავ ადამიანს მოუგვარდა ისეთი პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში ჰქონდათ.

„კახი კალაძეს, რაც შეეხება ის არის ადამიანი, რომლის პირადი გადაწყვეტილებითაც ათი ათასობით ადამიანს მოუგვარდა ისეთი პრობლემები, როგორიც არის უბინაობა. დაუმთავრდა 30 წელზე მეტი ხნის ის პრობლემა 400 -ზე მეტი ოჯახისათვის, როგორიც არის ბინათმშენებლობის კოოპერატივების დასრულება და ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა და ახლა სრულდება ეს პროექტები. ისეთი საკითხები, რომლებიც შეგვიძლია უბრალოდ გავიდეთ ქუჩებში და ვნახოთ, ეს იქნება მოპირკეთებული ინფრასტრუქტურა, დაგებული გზები თუ ბაღები და სკვერები. ის ბაღები და სკვერები, რომლებიც სხვათა შორის იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ ადამიანებმა გაყიდეს მაგალითად დიღმის ტყე-პარკი, სადაც უნდოდათ აეშენებინათ კორპუსები. გაყიდეს სკვერები და ელემენტარულად უნდოდათ გაეყიდათ მაგალითად სპორტული მოედანი „ავაზა“. პირადად მერის გადაწყვეტილებით და მერის პირადი ჩართულობით დაბრუნებულია „ავაზა“ და შესაძლებელია, რომ იქ ნებისმიერმა მშობელმა მიიყვანოს საკუთარი შვილი და სპორტით იყოს დაკავებული. და არაერთი საკითხი, რომელზეც საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა